მინისტრი პოლიციელებს: პირადად ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი და თქვენთან ურთიერთობისას შუამავალი არ მჭირდება

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მისი პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა და კადრების განკარგულებაში გადაიყვანა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადა, იგი თავად იქნება კრიმინალური პოლიციის კურატორი.
ამასთან, გიორგი მღებრიშვილის თქმით, პირადად ის განკარგავს, შუამავლის გარეშე, კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთობას, რაც ეფექტურ მუშაობას აამაღლებს.
”დღეიდან, პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისას, შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს. ის კოორდინაცია, რომელიც აქამდე არსებობდა, უფრო ეფექტური და მჭიდრო იქნება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები