გიორგი მღებრიშვილი: სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირის დროს თეორიულ, ასევე ტაქტიკურ სწავლებას და გადამზადების კურსზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნულ კურსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს.
„თეორიულ, ასევე ტაქტიკურ სწავლებას და გადამზადების კურსს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს“, – განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, გადამზადების კურსი პოლიციელთა კვალიფიკაციიდან საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები