მამუკა მდინარაძე: იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა “ტაბულას” მიაწოდა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაზე გამოთქმულ ვარაუდს ეხმაურება.
როგორც მან საზოგადოების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო. მდინარაძე იმედოვნებს, ვინმე არ დაეჭვდება იმაში, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი “ტაბულას” მიაწოდა.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტი საჯარო არ არის და სამუშაო ვერსია ის დოკუმენტი არ არის, რომელიც თავისუფლად უნდა გავრცელდეს და ამაზე ვენეციის კომისიაც მიუთითებს ხოლმე. თუმცა, თავჯდომარე არ აკონკრეტებს, დოკუმენტის გამავრცელებელში იგულისხმება თუ არა პრეზიდენტი.
“ეს წინასწარი, სამუშაო დოკუმენტია, რომელიც შესაბამის პირებთან შენიშვნებისთვის იგზავნება და აუცილებელი არ არის, რომ ის გავრცელდეს. ვენეციის კომისია იმას ხისტად უდგება, რომ ეს დოკუმენტი არ არის საჯარო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძე აქვე, რეკომენდაციების პოზიტიურობაზეც საუბრობს.
“პირველივე აბზაციდან დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმა და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს სიტყვაზე ვდგავართ, ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ის გავითვალისწინოთ. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, არაერთხელ გვითქვამს, რომ გუნდში კონსენსუსის რესურსი ნამდვილად არის, იქედან გამომდინარე, რომ გუნდის შიგნით დათქმაა და საბოლოო ჯამში, გადავწყვეტთ, როგორ სისტემაზე ვრჩებით. სავარაუდოდ, პროპორციული სისტემა უნდა იყოს, იქედან გამომდინარე, რომ სწორია და რეკომენდაციაც ამაზე მიუთითებს”, – ამბობს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები