ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი შეშფოთებულია, თხოვნა იყო, რომ წინასწარი დოკუმენტი არ გასაჯაროებულიყო

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო შეშფოთებულია, რადგან ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ წინასწარი დოკუმენტი არ გასაჯაროებულიყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ჰქონდა მხოლოდ ორ სუბიექტს – პარლამენტის ხელმძღვანელობას და საქართველოს პრეზიდენტს.
”ჩვენ ეს პირობა დავიცავით. სამწუხაროდ, მოხდა, რომ გუშინ ინფორმაციამ გაჟონა. სიტყვა-სიტყვით იყო ციტირებული ჩანაწერები. ეს დოკუმენტი რეალურად, ორ სუბიექტს – პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს ჰქონდა. გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, თუ როგორ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. ლეგიტიმურ ეჭვებს თავისი საფუძველი გააჩნია. ჯანი ბუკიკიო არის შეშფოთებული და ჩვენ ამ შეშფოთებას ვიზიარებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები