დავით სერგეენკო: პრემია-დანამატების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროში კანონდარღვევას ადგილი არ აქვს

„პრემია-დანამატების კუთხით, უწყების მიერ არანაირ გადაცდომასა და კანონდარღვევას ადგილი არ აქვს“, – ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრემია-დანამატებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტროში პრემიების გაცემა დადგენილი წესით ხდება.
„პრემია-დანამატების კუთხით, სამინისტროში სარკულად იგივე მდგომარეობაა, რაც შარშან იყო. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და უწყების მიერ არანაირ გადაცდომასა და კანონდარღვევას ადგილი არ აქვს“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ სპეციალურ დასკვნაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება.
თორდიას თქმით, მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, პრემიების გაცემის წესი უნდა დარეგულირებულიყო, მაგრამ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ აღნიშნული წესის დარღვევით გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები