2017 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 3,7%-ით და 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია და რომლის მოცულობაც 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 3.8-ჯერ.
2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი – მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ. აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო 20% (80 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ გამორჩეულ სექტორებს, 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში.
რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.
მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების პარალელურად მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდა, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობა, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები