„უცხოური ინვესტიციები რეგიონის ყველა ქვეყანაში მცირდება, საქართველოს გარდა“

​საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც ინვესტიციები პირველ კვარტალში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა და 403 მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონის ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, უცხოური ინვესტიციები მცირდება.
„კავშირგაბმულობა, ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, ვაჭრობა გაზრდილია. ენერგეტიკაში შემცირებაა, რაც ენერგომატარებლებზე, მათ შორის ელექტროენერგიაზე ფასების შემცირების ფონზე ობიექტური და გასაგებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს 3.7 პროცენტით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები