გიორგი გახარია: პრემია-დანამატების გაცემის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

​ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პრემია-დანამატების გაცემის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებსა და გუნდის წევრებს შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ, თუმცა ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. მინისტრის თქმით, ვითარებას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი დაარეგულირებს. გახარია პრემია-დანამატების გაცემის პრაქტიკას წარსულის მემკვიდრეობას უწოდებს.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლებში, პრემიებზე გაცემული თანხები მცირდება, დანამატების მოცულობა კი იზრდება. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების გაცემაზე 321,758 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები