რეზო ასათიანი: პროფესიული განათლების სისტემა უნდა გაძლიერდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა შვეიცარიის საელჩოსა და ქართულ-შვეიცარიული ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის შვეიცარული მოდელი“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე საქართველოში პროფესიული განათლების შვეიცარიული გამოცდილებისა და ცოდნის, როგორც მოდელის, გაზიარების საკითხები განიხილეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში დიდ როლს საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და პოპულარიზაციას გულისხმობს. ამ მხრივ, შვეიცარიის დუალური პროგრამა, რომელიც თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობას წარმოადგენს, მსოფლიოში აღიარებულია.
ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ქართულ-შვეიცარიული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ მიქელაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები