კახა კალაძემ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა

 ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართეთ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საერთაშორისო გამოფენა ’’ASTANA-EXPO2017’’-ს’ . ცნობილია, რომ დღეს გამოფენის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოც  მონაწილეობს. გვაქვს შესაძლებლობა, რომ მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი.
შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე’’, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები