„ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს“

“ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ვარაუდებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მისივე თქმით, ქვეყანას ძალიან ბევრი საჭირბოროტო პრობლემა აქვს, ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც  გადაწყვეტა სჭირდება.
“საქმე ისაა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია კომისიასთან და ბუნებრივია, ასეც გავაგრძელებთ. რა ფორმა ექნება ამას, დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები