„ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება – არის დასაბუთებულობის მეტი მოთხოვნა“

“ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება,  არის დასაბუთებულობის მეტი მოთხოვნა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ვენეციის კომისიის სხდომა  16 ივნისს არის დანიშნული.
მისი თქმით, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად წარიმართება კონსულტაციები.
“ვენეციის კომისიის სხდომა დანიშნულია 16 ივნისს. მას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. განხილული იქნება რამდენიმე პრინციპული საკითხი. ერთ-ერთი იქნება საარჩევნო სისტემა ბონუსებთან დაკავშირებით. შემდეგ გვექნება დამატებითი კონსულტაციები. საბოლოოდ, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად გვექნება კონსულტაციები, რათა არ იყოს პრინციპული წინააღმდეგობა. ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება – არის დასაბუთებულობის მეტი მოთხოვნა“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები