ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მუდმივ საერთაშორისო მრჩეველს, (RTA) ქ-ნ დაივა მატონიენეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის სამი ძირითადი კომპონენტი განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზებას ევროკავშირის სტანდარტებთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას.
პროექტს – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისს დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ლიტვა – უნგრეთის კონსორციუმი ახორციელებს. სულ დაგეგმილია 123 მისია, რომლის ფარგლებშიც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს დახმარებას გაუწევს სატყეო დარგის 26 საერთაშორისო ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები