მერაბ მეტრეველი: დავით ნარმანია იქნება მერი, რომელიც თბილისს ძალიან კარგ გენგეგმას დაუტოვებს 

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის აზრით, ბევრი კრიტიკის მიუხედავად, თბილისის ამჟამინდელი მერის, დავით ნარმანიას დამსახურებით, თბილისს მიწათსარგებლობის ძალიან კარგი გენერალური გეგმა გვექნება. მეტრეველი იმედოვნებს, რომ განხილვების პროცესში, დოკუმენტი არ დამახინჯდება.
“დავით ნარმანიას ბევრს ვაკრიტიკებთ, მაგრამ ის იქნება მერი, რომელიც თავის შემდეგ ძალიან კარგ გენგეგმას დაგვიტოვებს. ეს აქამდე არც ერთმა მერმა არ გააკეთა და ქალაქი განადგურდა, ამიტომ ეს მისი მთავარი დამსახურება იქნება. დღეს გენგეგმის ჯგუფი მყავდა გადაცემაში და თუ ასე დამტკიცდა ეს დოკუმენტი, შეიძლება, ქალაქს მართლაც ეშველოს. ახლა მთავარია, დამტკიცების პროცესში არ დაამახინჯონ და არ გამოშიგნონ!”- წერს ჟურნალისტი ​ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღნიშნული სტატუსი ჟურნალისტმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რადიო “პალიტრას” ეთერში, გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრად ჰყავდა მიწვეული არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლოზ აბაშიძე და გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები