სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში უტარდებათ

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. სწავლებების დროს, სტუდენტები მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე, სურსათის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ.
​სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის. ამჟამად, ლაბორატორიაში სწავლება უტარდებათ ევროკავშირის „ტემპუსის“ პროექტის ფარგლებში შექმნილი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსა და პროფესიული კოლეჯის „მერმისის“ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
​სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები