ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროექტის, ,,აქტიური მოქალაქე არის დემოკრატიის გარანტი“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა

​არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ლეილა სულეიმანოვამ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით შერაზადიშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა. პროექტი – ,,აქტიური მოქალაქე არის დემოკრატიის გარანტი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი ამომრჩევლის აქტივიზაციას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას, სრულფასოვანი ინტეგრაციას ქვეყნის საარჩევნო სივრცეში და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
​მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროექტის ფარგლებში, ბოლნისში სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სასწავლო ტურებს მართავს. მადლობის სიგელი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს გენდერულ საკითხებში, ფატი ტვილდიანსაც გადასცა.
,, დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი ,, აქტიური მოქალაქე არის დემოკრატიის გარანტი“, რომელსაც აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბოლნისში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდა. ძირითადად, პროექტის მიზანი იყო აზრბაიჯანელ მოქალაქეებში საარჩევნო კულტურის ამაღლება და სრულფასოვანი ინტეგრაცია თვითმმართველობის საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ ასეთი პროექტები კიდევ უფრო დაახლოებს ამომრჩეველს თვითმმართველობასთან და ზოგადად, დემოკრატიული პროცესების დანერგვას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები