საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე დაინიშნა. საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
გამყრელიძის წინამორბედმა, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები