დღეის მონაცემებით ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4085 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4085 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7022 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები