ეკა მიშველაძე: გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა პრეზიდენტის ლანძღვა

“სამი თვეა, პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად გვესმის ლანძღვა და შეურაცხყოფა“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.​ მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ტრენდად იქცა.
“სამი თვეა, პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად გვესმის ლანძღვა და შეურაცხყოფა. ვამჩნევთ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა ასეთი კომენტარების დამკვიდრება. შესაბამისად, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია”, – განაცხადა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიწების ყიდვა-გაყიდვის დარეგულირებაზეც ისაუბრა. ეკა მიშველაძე მიიჩნევს, რომ მთავარია, ხელისუფლებამ შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის, სოფლის კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, როგორ უნდა დარეგულირდეს მიწების ყიდვა-გაყიდვა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, არ არის მიღებული გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის სხდომას, სადაც საქართველოს კონსტიტუციის პროექტი უნდა განიხილონ.​
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში სუსტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები