„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში თუ გაუჩინარებაში ჩვენი მხრიდან არავინ მონაწილეობდა“

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში თუ გაუჩინარებაში ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არავინ არ მონაწილეობდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​მისი განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება შეზღუდულია იმ ინფორმაციების გამჟღავნებაში,რომელსაც ფლობს.
„ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. ათი დღის შემდეგ მოვისმინე პრეტენზიები, რომ გამოძიებამ შედეგი არ დადო. გამოძიება რთული პროცესია და მას თავსი ვადები აქვს. გონივრული ვადა უნდა მივცეთ ხელისუფლებას. ერთი რამ ყველა დონეზე დაადასტურა ხელისუფლებამ, ჩვენი მხრიდან რაღაც გატაცებაში თუ გაუჩინარებაში სამთავრობო და ძალოვანი სტრუქტურებიდან აბსოლუტურად არავინ არ მონაწილებდა. ვინაიდან საკითხი სხვა ქვეყნის მოქალაქეს ეხება, ძალიან სენსიტიური თემაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორია, როდესაც ხელისუფლება აჩქარების და ფაციფუცის გარეშე, დინჯად იქცევა. ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მოიქცეს ან ილაპარაკოს ისე, როგორც ოპოზიცია, არასამთავრობოები ან ჟურნალისტები იქცევიან და საუბრობენ . ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ის შეზღუდულია იმ ინფორმაციების გამჟღავნებაშიც, რომელსაც ფლობს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები