„კონსერვატორების“ პოზიციაა, რომ პირველივე საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ავირჩიოთ”

„ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კომპრომისს საჭიროდ არ მიიჩნევს და თვლის, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევაზე, ქვეყანა არა ერთი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, არამედ პირველივე არჩევნებზე უნდა გადავიდეს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის საჭიროება არ არსებობს.
„კონსერვატიული პარტია“ ყოველთვის იყო საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მომხრე. ჩვენ რომ ვიყოთ შერეული საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეები, ასეთ შემთხვევაში, პირდაპირი არჩევის წესს დავუჭერდით მხარს, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში „კონსერვატორები“ ყოველთვის ვუჭერდით მხარს არაპირდაპირი წესით არჩევას. გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთი არჩევნები ჩავატაროთ საყოველთაო არჩევის წესით და შემდეგი ჩავატაროთ არაპირდაპირი გზით და რომ ეს იქნება კომპრომისი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მაინცდამაინც ცხადი არ არის ამ კომპრომისით ვისთან მივდივართ, ვინ ითხოვს ამ კომპრომისს? ამ თემას პასუხის მკაფიო გაცემა დასჭირდება. ჩვენი, „კონსერვატორების“ პოზიციაა, რომ არაპირდაპირი წესით ავირჩიოთ პრეზიდენტი პირველივე საპრეზიდენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები