გარემოს დაცვის სამინისტრომ ბნელი ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შპს “კავკასიის სამთო ჯგუფის” მიერ, ბნელი ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფართობი, რომელზედაც კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისთვის, არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, გზების გაყვანის და საბურღი მოედნების მოწყობის მიზნით სამუშაოები განახორციელა, წარმოადგენს ტყის ფონდს და მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაცემულია ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 11 თვის ვადით, მათ შორის მოსაჭრელად აღრიცხული 27 კბმ მერქნული რესურსის ჭრის უფლებით.
​უწყების ცნობითვე, მოსაჭრელად აღრიცხული ხე-მცენარეები არ წარმოადგენდნენ “წითელი ნუსხით” დაცულ სახეობებს, ფართობის დაქანება არ აღემატება 30 გრადუსს, ხოლო, მოჭრილი ხე-ტყე გადაცემული აქვს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და დასაწყობებულია თეთრიწყაროს რ-ნი სოფ. ჯვარაში.
სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის კომპანიის მიერ გადახდილ იქნა საკომპენსაციო საფასური 19 510.36 ლარის ოდენობით.
დათვალიერებით ასევე დადგინდა, რომ სამუშაოები ნაწარმოებია ტერიტორიაზე არსებული ძირითადი ძველი გზის (რომელიც ჩადის ხრამის ჭალამდე) გაწმენდა-გაფართოების (რეაბილიტაცია) მიზნით და მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.
სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ პროცესის ზედამხედველობა ჩვეულ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით მიმდინარეობს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ზომები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები