ახალციხის რაიონში 145 სული ცხვარი დაიხოცა

​ახალციხის რაიონის სოფელ ფერსაში 145 სული ცხვარი დაიხოცა. ფერმერის თქმით, ცხვრების მასობრივი დახოცვის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა გახდა. ლაბორატორიული კვლევების თანახმად, ფარაში მწვავე ინფექციური დაავადება – „ბრადზოტი“ დაფიქსირდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით, ინფექციურ დაავადებაზე ცხვრების აცრა არ ხდება. სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები დროულად ჩაატარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები