პრემიერი მიწის გასხვისების საკითხზე: ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა

ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციაში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების ჩანაწერთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ქვეყნის მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია.
„ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხზე კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ გასხვისდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები