„კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“

“გადაწყდა, წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერი არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას.
“იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას და სოციალური აღქმა ზუსტად არის ასახული პირველ პუნქტში. ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების უფლებებს და ინტერესებს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები