„ნაციონალური მოძრაობა“ განათლების სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობა” განათლების სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, დავით ლაგვილვას მტკიცებით, ათასობით მასწავლებელს, დამატებითი გამოცდების ჩაბარების შემდეგ, კრედიტქულები დაგროვილი აქვს, თუმცა ანაზღაურება 1000 ლარამდე არ გაზრდიათ.
პარტიის, საბურთალოს ორგანიზაციის თავმჯდომარე უწყებას რეკომენდაციით მიმართავს, განახლდეს მასწავლებელთა სერტიფიცირება და შეიმუშავონ მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მასწავლებელს, სასურველ დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საშუალება ექნება.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა, გამოცდებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ: მათემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების პედაგოგებს. 2011 წელს საგნების ჩამონათვალს ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და დაწყებითი კლასები დაემატა. 2012 წელს კი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და მულტილინგვური განათლება.​ყოველ წელს, პედაგოგები საგნობრივი გამოცდის გარდა, პროფესიულ უნარებსაც აბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები