ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი

“პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კობახიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი პლენარულ სხდომაში მონაწილეობას. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობიდან სხდომას თავად ის და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან.
“ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი მონაწილეობა. რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით, მე ინფორმირებული არ ვარ. თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას – ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებაში და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა, მათ შორის, გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები