ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ გასხვისდება

“კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ გასხვისდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდმა ერთსულოვნად მიიღეს.
„პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო გუნდს შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი. ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში. გადაწყვეტილების მიღება მოხდა მიწის ფაქტორის, არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეძენის არსებული პრაქტიკის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, დაცული იქნება ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესები. გარდა ამისა, ამავე მიზნით, პარლამენტში, ინიციატივის წესით, შეგვაქვს კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შესყიდვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს მიწის საკუთრების უფლების კონსტიტუციურ მოწესრიგებაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები