მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით, 112-ში გამოძახება არ დაფიქსირებულა.
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაახლოებით 22:30 წუთზე მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით – 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან – 15კმ. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები