რვა ივნისს განახლებული “ჟორდანიას კლინიკა” გაიხსნება

2016 წელს – ქართულ რეალობაში არსებული წამყვანი სამედიცინო ცენტრების გაერთიანება „VIVO Medical Group” -ი დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრი “ინოვა”, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, ჟორდანიას კლინიკა.
„VIVO Medical Group“ – ის მიზანია არსებული კლინიკებისა და მომსახურეობის მოდერნიზაცია, პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, მომსახურების ხარისხის ზრდა და მუდმივი მონიტორინგი. “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებული ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან ითვლებოდა ლიდერ დაწესებულებად რეპროდუქციის სფეროში, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ, ის სრულად განახლდა გარემონტდა და ახალი შემადგენლობით ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ (IVI) – სთან ერთად იწყებს ფუნქციონირებას.
სამედიცინო ცენტრი ბაზარზე „ჟორდანიას კლინიკის“ სახელწოდებით იწყებს მუშაობას და პაციენტებს მაქსიმალურად რაციონალიზებულ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, რომელთა ხარისხიც  საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია. კლინიკა ინარჩუნებს თავის მთავარ მიმართულებას – რეპროდუქტოლოგია-გინეკოლოგიას, ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ IVI-სთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, ცენტრში დანერგილია უნაყოფობის და უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული მეთოდები, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩათვლით. კლინიკის გახსნის ცერემონიალი 8 ივნისს, 16: 30 საათზე  ჩატარდება.
განახლებულ კლინიკას ახალი ხელმძღვანელი – ნანა ჯანელიძე გახსნის. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები