ლომისობის დღესასწაულზე დაშავებული 14 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის 10 წლის მოზარდია

 ლომისობის დღესასწაულზე, სოფელ მლეთადან 14 დაშავებული მომლოცველი სასწრაფო-სამედიცონო დახმარების ბრიგადებმა დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 14 დაშავებულიდან, ერთ-ერთი 10 წლის მოზარდია. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს ძირითადად, სხვადასხვა სახის ტრავმები და კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ მლეთაში დილის 5 საათიდან 65 მაშველი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 6 ეკიპაჟი იმყოფება. მაშველებს დაშავებული მომლოცველები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, იქ, სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა შესაბამისი დახმარება 20-მდე ადამიანს აღმოუჩინეს. წმინდა გიორგი ტაძართან მისვლამდე, მომლოცველებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები და ტრავმები მიიღეს. მათ შორის, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი მოიტეხა.
ლომისობა აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მომლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, „დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც შესაწირავით დღეობა იმართებოდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები