მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელთა შეფასება-გასაუბრების პროცესი წარმატებით დასრულდა

 2017 წლის დასაწყისში დაიგეგმა ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელთა შეფასება-გასაუბრების პროცესი, რომელიც ეტაპობრივად, აპრილის თვიდან დაიწყო და წარმატებით დასრულდა მიმდინარე თვეში.
თანამშრომელთა შეფასება-გასაუბრების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. აღნიშნული გასაუბრებებისას შეფასდა ეროვნული სასახლის თანამშრომელთა შესაბამისობა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობრივ პოზიციებთან.
სასახლეში მომუშავე პედაგოგების მხრიდან გამოითქვა საკადრო კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები