ირაკლი კობახიძე: კომიკურია საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, შეიქმნას „მხედრიონი“ ან „მაშველთა კორპუსი“

„აბსოლუტურად კომიკური იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა შეიქმნას „მხედრიონი“, „მაშველთა კორპუსი“ და ა.შ. იმისთვის, რომ ყოველგვარი საბაბი მოვხსნათ რაიმეზე საუბრის, შესაძლოა, ტერმინოლოგია დაზუსტდეს ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები ბუნდოვანია, რაც ცვლილებების შედეგად, გამოსწორდება.
“კონსტიტუციაში თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები არის აბსოლუტურად ბუნდოვანი, თუმცა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით, ეს ხარვეზები კონსტიტუციაში თავიდან ბოლომდე არის გამოსწორებული. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა გვქონდა, გავიარეთ თითოეული ნორმა, რაც არის წარმოდგენილი და დავრწმუნდით, რომ ეს ცვლილებები – მოვიყვან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ციტატას- “არ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოს, ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე“. ამაზე აქვს საუბარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რეალურად, ამ ნაწილში კონსტიტუცია არის დაუხვეწავი და ყველაფერი არის აღმოფხვრილი. იყო გარკვეული შენიშვნები კონკრეტულ ტერმინებთან, მაგალითად, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით და იქ კონსენსუსი მიიღწევა იმისათვის, რომ ბუნდოვანება გამოირიცხოს. აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ის შეფასებები, რომელიც ამ შეფასებებს უკავშირდებოდა. აბსოლუტურად კომიკური იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოან შეიქმნას „მხედრიონი“, „მაშველთა კორპუსი“ და ა.შ. იმისთვის, რომ ყოველგვარი საბაბი მოვხსნათ რაიმეზე საუბრის, შესაძლოან ტერმინოლოგია დაზუსტდეს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ის მონაკვეთები განიხილეს, რომლებიც თავდაცვას და უსაფრთხოებას ეხება. კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები