ირაკლი კობახიძე: ტერმინი “მთავარსარდალი” არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს

ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომიტეტის სხდომაზე  კონსტიტუციის პროექტის განხილვისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ცივილიზებულ სამყაროში მხოლოდ ორ ქვეყანაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში არ იწოდება  პრეზიდენტი ან მონარქი ქვეყნის მთავარსარდლად. მისი თქმით, სხვა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ქვეყნის მთავარსარდალი პრეზიდენტი ან მეფეა.
„საპარლამენტო მმართველობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს. ბუნებრივია, ხალხს უკვირს რას ჰქვია, სახელმწიფოს მეთაური ქვეყანას არ მართავს, რას ჰქვია მთავარსარდალი ჯარს ბრძანებას არ აძლევს და ა.შ, მაგრამ ეს არის საპარლამენტო მმართველობა. პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს. სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. მაღალი სტატუსი პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპეტენციები არასწორად დარეგულირდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები