საქართველოს პრეზიდენტი თეირანში მომხდარი ტერაქტების გამო ირანის მთავრობას თანადგომას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეირანში მომხდარი ტერაქტების გამო, ირანის მთავრობას თანადგომას უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ თეირანში, ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმს და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები