ირაკლი კობახიძე: თბილისის მერის თანამდებობაზე შანსი არა მარტო ზაალ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს

“თბილისის მერის თანამდებობაზე შანსი არა მარტო ზაალ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაალ უდუმაშვილის მერობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან შესაძლო მონაწილეობას.
კობახიძის თქმით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერ ეყოლება რეალური კონკურენტი.
“ეს საუბრები, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ეშინია თავისი „ბრენდის“, თუკი ისინი აპირებენ, რომ წამოაყენონ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება. თუ ჩვენი კანდიდატი იქნება კახი კალაძე, ეს პროგრამა მინიმუმი იქნება უპირობოდ შესრულებული, ყოველგვარი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები