შალვა თადუმაძე კონსტიტუციაში ტერმინის – “სამხედრო ძალების” შეცვლის ინიციატივას მიესალმება

​საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე კონსტიტუციაში ტერმინების შეცვლასთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ტერმინოლოგიური პრობლემა ქვეყანას 25 წელია აქვს. საუბარია, კონსტიტუციაში ტერმინების – “შეიარაღებული ძალები” და “სამხედრო ძალები” „თავდაცვის ძალებით“ შეცვლაზე.
​როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამით განისაზღვრება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალები და მას სხვა უწყებების შეიარაღებულ ძალებთან კავშირი აღარ ექნება.
“ტერმინოლოგიური პრობლემა ამ ქვეყანას 25 წელია, რაც აქვს, რადგან სამხედრო ძალებში თავდაცვის ძალების გარდა, სხვა უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებიც შედიან, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არათავსებადი ტერმინების გასასწორებლად, კონსტიტუციაში მსგავსი ფორმის გაჩენა იქნება”, – განაცხადა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები