თეა წულუკიანი: არსებობს კონსენსუსი, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი

“არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ კახა კალაძე „ქართულ ოცნების“ კანდიდატი იქნება, პარტია უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში.
„რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი, როგორც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხარდაჭერა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმატებისთვის უკვე მეხუთე წელია მუშაობს“, – აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები