იანოშ ჰერმანი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება

“საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება”,-ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივი ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
„საქართველოს აქვს ამოცანა, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება. აღნიშნული მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. ეს ეხება იმ სფეროებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. 2020 წელი არცთუ ისე შორსაა. ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ მთავარია არა უბრალოდ, ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები – ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს“, – დასძინა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები