გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – იგორ დოლგოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში – თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები