ეკა მიშველაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის მიღება მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე

“კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესთან დაკავშირებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განაგრძობენ კონსულტაციებს და შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის მიღება მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის მიღება მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე, რაც ნებისმიერი კონსტიტუციის – ქვეყნის მთავარი დოკუმენტის უმთავრესი არსია. ამასვე ადასტურებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც. სწორედ პროცესის ღიაობა და მასში საზოგადოების, პარტიების და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა უზრუნველყოფს კონსენსუსს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და კონსულტაციის გამართვის შეთავაზება არსებობს მმართველ პარტიასთან მიმართებაშიც. მივესალმებით მონტენეგროს გაწევრიანებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. ეს არის ალიანსის ღია კარის პოლიტიკის თანმიმდევრულობისა და ურყევობის დადასტურება, რაც დამატებითი სტიმულის მიმცემია საქართველოსათვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისათვის“, -განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები