ეკა ბესელია: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნება
“ქართული ოცნების“ დეპუტატს, ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნება. “მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წესი, ამ ძლიერი საპარლამენტო მოდელის პირობებში, არის სწორი. თუ მიგვაჩნია, რომ ეს არის მართებული და მიგვაჩნია ისიც, რომ კონსტიტუცია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნებოდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მუხრანში, ორი დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით 2018 წლისათვის არჩევის საკითხზე იმსჯელეს.