კახა კალაძე: თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, განხილვები დაწყებულია
საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, განხილვები დაწყებულია და უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და გუნდის ლიდერი, პრემიერ- მინისტრი, თავად გამოაცხადებს კანდიდატურას.
„ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”, – აღნიშნა კალაძემ.