დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები