„ვენეციის კომისიიდან იქნება შენიშვნებიც, თუმცა არ ველოდები, რომ გვეტყვიან: „ეს არ არის უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი“ ​

პარლამენტში უახლოეს დღეებში კონსტიტუციის ახალი პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას ელიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დასკვნასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში დადებითი მოლოდინია. ​ელიან შენიშვნებსაც, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჯამში, დოკუმენტი დადებითად იქნება შეფასებული. „ვენეციის კომისიის მხრიდან, ძირითადში, მთელი რიგი პოსტულატები მოწონებული იქნება. ჩვენთან დისკუსია მხოლოდ რამდენიმე ძირეულ საკითხზე მიდის. ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ იქ უამრავი სხვა ცვლილებაც არის, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფლებების განსაზღვრის კუთხით. ვფიქრობ, ბევრ საკითხზე იქნება დადებითი პოზიცია გამოხატული ვენეციის კომისიის მხრიდან. იქნება გარკვეული შენიშვნებიც , თუმცა არ ველოდები, რომ გვეტყვიან: „ეს არ არის უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები