საქართველოს მოქალაქე მუხმად ბაღაკაშვილი სირიაში დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 24 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალებას ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღაკაშვილი სირიაში ავიაიერიშებს რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა, თუმცა მომხდარის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. „ბოლო ერთი კვირაა, თურმე ჩუმად ლაპარაკობენ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩვენ დღეს გავიგეთ“, – ამბობენ ოჯახის წევრები. ბაღაკაშვილი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. „5 წელია წასულია სირიაში. იქ შეურთავს მეუღლე. ჰყავს 2 შვილი – ბიჭები. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. თურმე, ბოლო ერთი კვირაა ლაპარაკობენ ამ ინფორმაციაზე. მისი მშობლები იყვნენ ამოყვანილი დუისში და მისი მშობლები ჩვეულებრივ, მიიღებენ 60 ლარს“, – აცხადებს სოფელ დუისის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელი თამარ მარგოშვილი. ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენების დროს, 24 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.