კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ემოციური მიმართვა: არ დაიჯეროთ, არასდროს არავინ ჩამიხოცავს (ვიდეო)

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი სოსო ოსარაული ოჯახს და საზოგადოებას მიმართავს. სოსო ოსარაული ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მას არავინ მოუკლავს. ”მეუბნებიან ჩემზე, ვიღაცები ჩახოცაო. ეგ მასე არ არის, არ დაიჯეროთ. გთხოვთ, არ დაიჯეროთ. მე არასდროს არავინ ჩამიხოცავს. დედა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი ბალღები დაზარდეთ. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით”,-აცხადებს სოსო ოსარაული. ​შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი ისევ კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაშია. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ორი წლის წინ წასული მფრინავი კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები