ზღვის სეზონს ბათუმი ახალი სასტუმროთი ხვდება

“ტერაბანკის” მხარდაჭერით, ბათუმს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატა. 101-ნომრიანი სასტუმრო – “სქაი თაუერსი” ქალაქის ცენტრში, ხიმშიაშვილის 17 ნომერში გაიხსნა. სასტუმროს ბათუმში ყველაზე დიდი ფიტნესდარბაზი, სპა, დახურული აუზი, ღამის კლუბი და კაზინო აქვს. შესაბამისად, ის ბათუმის სტუმრებისთვის მალე ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილად გადაიქცევა.
„სასტუმრო „მეტრო დიზაინის“ მიერ არის დაპროექტებული. შენობის კონცეფცია ძალიან მომხიბვლელი და საინტერესოა. მისი რეკონსტრუქცია ძალიან მოკლე დროში მოხერხდა. სარემონტო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დავიწყეთ და 2017 წლის მაისში სასტუმრო უკვე გავხსენით. ჯამში, 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. “სქაი თაუერსის” გახსნა ტერაბანკის მხარდაჭერით მოხერხდა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, რაულ კახაძემ.
მისივე თქმით, სასტუმროს გერმანული კომპანია – “სქაი თაუერსი” გაუწევს ოპერირებას, თუმცა ობიექტი ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული. ამ ეტაპზე, კომპანიაში 90 ადგილობრივი მცხოვრები უკვე მუშაობს. ერთი თვეა, რაც “სქაი თაუერსი” სატესტო რეჟიმში იღებს სტუმრებს, თუმცა საზეიმო გახსნის შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა, ტერაბანკის წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, სასტუმრო სრული დატვირთვის სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები