გიორგი მარგველაშვილი კახი კავსაძეს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ კახი კავსაძეს იუბილეს ულოცავს. “ბატონო კახი, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. განუმეორებელი ხელწერით, უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმით შექმნილი თქვენი თეატრალური და კინოროლები ქართული კულუტურული საგანძურის ფასდაუდებელი შენაძენია. პროფესიისადმი უანგარო მსახურებამ, თავდადების იმ იშვიათმა ძალამ, რომელიც სანიმუშოა ყველა ჩვენგანისთვის, ყველაზე დიდი აღიარება – ხალხის, მაყურებლის არაერთი თაობის სიყვარული მოგიტანათ. დღეგრძელობას, მხნეობას და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები