თურქეთის ხელისუფლება გიულენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

თურქეთის ხელისუფლება ისლამის მქადაგებლისთვის, ფეთჰულაჰ გიულენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. სააგენტო “ანადოლუს“ ცნობით, საერთო ჯამში მოქალაქეობის ჩამორთმევა 130 პირისთვის იგეგმება, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები. მოქალაქეობას ამ პირებს იმ შემთხვევაში ჩამოართმევენ, თუ ისინი 5 სექტემბრამდე თურქეთში არ დაბრუნდებიან. გიულენი 1990-იანი წლებიდან აშშ-ში იმყოფება. ანკარამ ვაშინგტონს მისი გადმოცემის განაცხადა გაუგზავნა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა გიულენის ექსტრადირებაზე უარი განაცხადს, თავად გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებას უარყოფს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ფეთჰულაჰ გიულენი 2013 წლამდე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მხარდამჭერი და თანამებრძოლი იყო. 2013 წელს თურქეთში კორუფციული სკანდალი აგორდა და ამის შემდეგ ერდოღანსა და გიულენს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები